-მაღალეფექტური სისტემური ჰერბიციდი ორლებნიანი და მარცვლოვანი სარეველების წინააღმდეგ კარტოფილში, პომიდორში, იონჯას და სოიოს ნათესებში გამოსაყენებლად.
-ჰერბიციდი მოქმედებს, როგორც ფოთლებიდან ისე ნიადაგიდან. ანადგურებს უკვე ამოსულ და მზარდ სარეველებს. ადრეული განადგურება სარეველებისა ხელს უწყობს იმას, რომ მხოლოდ კულტურა იღებს სასიცოცხლო ნივთიერებებს, წყალს, სინათლეს. კლიმატური პირობებიდან გამომდინარე .უპერ სენკორი
უზრუნველყოფს ნათესის სისუფთავეს ზაფხულამდე. ამისათვის აუცილებელია შენარჩუნებული (არ დაირღვეს) იყოს ჰერბიციდის მიერ წარმოქმნილი აპკი ნიადაგის ზედაპირზე და წამლობა ჩავატაროთ ნალექების მოსვლამდე 3 საათით ადრე.
-მოქმედი ნივთიერება: მეტრიბუზინი 700გრ/კგ.
-პრეპარატული ფორმა: წყალში ხსნადი გრანულები.
-მოქმედების მექანიზმი: სუპერ სენკორი აღწევს სარეველას ქსოვილში, აჩერებს ფოტოსინთეზის პროცესს.
-მოქმედების სისწრაფე: ჰერბიციდული ეფექტი ვლინდება გამოყენებიდან 7-14 დღეში გამომდინარე ნიადაგური და კლიმატური პირობებიდან.
-თავსებადობა: თავსებადია მრავალ პესტიციდთან,მაგრამ თითოეულ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს ტესტი.